Sunday, March 14, 2010

პროექტი

1. პროექტის სახელი:საქართველოო ლამაზო

2.პროექტის მოკლე აღწერა 1–2 წინადადებით:პროექტის მიზანია მოეწყოს კონკურსი საუკეთესო პრეზენტაციის გამოსავლენად თემაზე საქართველოო ლამაზო.

3.პროექტის სრული აღწერა:მოსწავლეებს გააჩნიათ ცოდნა საქართველოს მდებარეობის, ისტორიის, ბუნების, მოსახლეობის და მისი საქმიანობის შესახებ. ყოველივე ამაზე დაყრდნობით მათ უნდა წარმოადგინონ საქართველოს კუთხეები,თავისი წარსულით,აწმყოთი და მომავლით.

4.მოსწავლეთა ასაკი: IX კლასი

5.ვადები:მაისი, ივნისი (2თვე)

6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:მასალის მოპოვება, დამუშავება და ანალიზი. პრეზენტაციის შექმნა,კომპიუტერული პროგრამების გამოყენება,ჯგუფური მუშაობის გამოცდილება.

7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეთა სწავლების მოტივაციის ამაღლებას საქართველოს გეოგრაფიასა და სხვა საზოგადოებრივი მეცნიერებების საგანთა ჯგუფში. ხელს შეუწყობს ტექნოლოგიური მიღწევების ეფექტურად გამოყენებას.ინფორმაციის მოპოვებას, დამუშავებასა და ანალიზს. ქვეყნის ინტერესების, ტრადიციების და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრებას. ახალი ცოდნისა და უნარ–ჩვევების დამოუკიდებლად შეძენას.
მოსწავლეები შეეჩვევიან პრეზენტაციის სხვადასხვა ფორმით წარმოდგენას:
სლაიდ შოუ
რუკები(კუთხეების)
ვიდეო რგოლი
სტატია (2 გვერდი, მხოლოდ მოსწავლეთა კვლევა,ძიება).

8.სარგებელი სხვებისთვის:მოპოვებული მასალის გაცნობა, საქართველოზე ინფორმაციული ბაზის შექმნა. სხვა კლასის მოსწავლეთა დაინტერესება.

9.სამუშაო ენა:
ქართული

10.მოსწავლეები სხვა სკოლებიდან:
არ გვყავს

11.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
ისტორია
ინფორმაციულ–საკომუნიკაციო ტექნოლოგიები
ქართული ენა და ლიტერატურა
მოსწავლეთა პატრიოტული აღზრდა
ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება.

12.პროექტის ავტორი: მაია ახალაია

13.ავტორის ელ–ფოსტა: maiaakhalaia@gmail.com

14.პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: http://www.maiaakhalaia.blogspot.com/

No comments:

Post a Comment